შინაარსზე გადასვლა

ეიდურ გუდიონსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიდურ გუდიონსენი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ეიდურ სმარი გუდიონსენი
დაბადების
თარიღი
15 სექტემბერი, 1978 (1978-09-15) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
რეიკიავიკი, ისლანდია
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი/გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
Shijiazhuang Ever Bright
ნომერი 24
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994 ვალურ რეიკიავიკი 17 (7)
1995–1997 პსვ 13 (3)
1998 რეიკიავიკი 6 (0)
1998–2000 ბოლტონი 59 (19)
2000–2006 ჩელსი 186 (59)
2006–2009 ბარსელონა 72 (10)
2009–2010 მონაკო 9 (0)
2010– ტოტენჰემი 11 (1)
2010–2011 სტოკ სიტი 4 (0)
2011– ფულემი 10 (0)
2011–2012 აეკი 10 (1)
2012–2013 სერკლ ბრიუგე 13 (6)
2013–2014 ბრიუგე 46 (7)
2014–2015 ბოლტონი 21 (5)
2015– Shijiazhuang Ever Bright 14 (1)
ეროვნული ნაკრები
1996- ისლანდია 80 (25)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 31 ოქტომბერი, 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 მარტი , 2015

ეიდურ გუდიონსენი (ისლ. Eiður Guðjohnsen) — ისლანდიელი ფეხბურთელი, ისლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

გუდიონსენის საკლუბო კარიერა მშობლიურ ისლანდიაში დაიწყო და ჰოლანდიაში, ერედივიზიაში გაგრძელდა. ამის შემდეგ გუდიონსენი გადავიდა ინგლისში, სადაც მისი პირველი კლუბი იყო „ბოლტონი“, შემდეგ კი „ჩელსი“. სწორედ „ჩელსიში“ გახდა გუდიონსენი სახელგანთქმული ფეხბურთელი. მან 186 მატჩში გაიტანა 54 გოლი და კლუბტან ერთად ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, 2005 და 2006 წლებში. სამი სეზონი გაატარა გუდიონსნემა „ბარსელონაში“, რომელთან ერთადაც 2009 წელს შეასრულა ჰეთ-თრიკი, მოიგო რა ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თსი და ჩემპიონთა ლიგა.

გუდიონსენმა პირველად 17 წლისამ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში ესტონეთის წინააღმდეგ, ტალინში, 1996 წლის 24 აპრილს, შეცვალა რა მისი მამა არნორი. გუდიონსენს მამასთან ერთად თამაშის საშუალება არ მიეცა, რადგან ფეხი მოიტეხა და სანამ გამოჯანმრთელდებოდა, არნორმა კარიერა დაასრულა. მისი უკანასკნელი სანაკრებო სეზონი იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, რომელიც ისლანდიამ წარმატებით ჩაატარა, გავიდა საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილზე და პლეი-ოფში დამარცხდა ხორვატიის ნაკრებთან.

გუდიონსნენი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეოთხეა საუკეთესოთა შორის, ხოლო გატანილი გოლების მიხედვით კი - საუკეთესო. 78 მატჩში მან 24 გოლი გაიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]